суббота, 5 марта 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ ტრენინგი...ამ ტრენინგმა პროექტებით სწავლებასთან ერთად გვასწავლა ბლოგების წარმოება,ისეთი ტექნოლოგიური საკითხები ,რომლებიც რესურსების შექმნაშიც დაგვეხმარება.
დღეს გვქონდა ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია,მივიღეთ კოლეგებისგან და ტრენერისგან უკუკავშირი,რაც დაგვეხმარება პროექტის უკეთ განხორციელებაში.....
დიდი მადლობა ჩვენ ტრენერს...........

მერვე დღის რეფლექსია

ტრენერისგან მივიღეთ რეკომენდაციები სასწავლო პროცედურების უკეთ დასაწერად. შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ,ვისაუბრეთ პროექტზე მუშაობის დროს როგორ შეიძლება ვიმუშავოთ სუსტ ბავშვებთან და რა დავალება შეიძლება მივცეთ აკადემიურად ძლიერ მოსწავლეებს. დღევანდელი ტრენინგი დამეხმარება პტოექტების უკეთ დაგეგმვაში..........დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა . მოვაწესრიგეთ პორტფოლიო













воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო საინტერესოდ,გავიხსენეთ ნასწავლი. ,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების შექმნაზე,შევქმენით სასწავლო პროცედურების ახალი დოკუმენტი და პროექტის გეგმას მივაბით ლინკით. ვისწავლეთ როგორ გავუგზავნოთ გუგლდრაივიდან  დოკუმენტი  და როგორ ვიმუშაოთ ერთობლივად. გავიხსენეთ პრეზენტაციის ატვირთვა გუგლდრაივში და ბლოგზე განთავსება .დღევანდელი ნასწავლი დამეხმარება არა მარტო პროექტის არამედ საგაკვეთილო პროცესის შეფასებაშიც.
  

суббота, 27 февраля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე აქტიურად დაიწყო,შევამოწმეთ დავალებები. მივიღეთ  შენიშვნები დავწერეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა,გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ვისწავლეთ ლინკების ჩასმა. გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო ბლოგზე.ვისწავლეთ სლაიდების დაშლა სურათებად.დღე ძალიან დატვირთული იყო

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა დღის ნასწავლი. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია, ავტვირთეთ   დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებებს, მივიღეთ დავალება გავაკეთოთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის  პრეზენტაცია.ხელს გვიშლიდა ნელი ინტერნეტი.....

პორტფოლიოს პრეზენტაცია

суббота, 20 февраля 2016 г.

მიმართულების მიმცემი კითხვები

  ზოგადი კითხვა: როგორ გვეხმარება ქიმია ცხოვრებაში?
                     
   თემატური კითხვა: როგორ ვიზრუნოთ ჩვენი  ჯანმრთელობისთვის?
                                        
   შინაარსობრივი კითხვა:1.რომელი ქიმიური ელემენტებია მნიშვნელოვანი
                                               ადამიანის ორგანიზმისთვის?
                                               2. რა  გავლენას  ახდენს მიკრო ელემენტების ნაკლებობა                                                               ადამიანის ჯანმრთელობაზე?
                                             

                                     
                                           

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

 გავიმეორეთ განვლილი მასალა,  .ბლოგზე გამოვაქვეყნეთ  პროექტის იდეა და  ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები. დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება:  პროექტს ეროვნულ სასწავლო გეგმიდან  მოვარგეთ სტანდარტი და ინდიკატორები. გამოვაქვეყნეთ სასწავლო ამოცანები და მივიღეთ საშინაო დავალება.

სასწავლო ამოცანები



  •  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმში ქიმიური ელემენტების არსებობის შესახებ,ახდენენ მათ კლასიფიკაციას.მსჯელობენ მიკრო ელემენტების  დასაშვებ  ნორმებზე.
  • მსჯელობენ ქიმიური ელემენტების გამოყენებაზე ყოფა-ცხოვრებაში.
  •  მოსწავლეები აცნობიერებენ  რა გავლენას აქვს მიკრო ელემენტები ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  • აცნობიერებენ დაავადების რისკ ფაქტორებს,ზრუნავენ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.
  •  პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ მოძიებული ინფორმაციას.ბუკლეტების სახით აცნობენ მოსახლეობას.

суббота, 13 февраля 2016 г.

ჩემი პროექტის იდეა

ადამიანი ჩვენი სამყაროს ნაწილია.სამყარო მატერიალურია.ის ქიმიური ელემენტებისაგან შედგება.ადამიანის ორგანიზმი ჩვენთვის ცნობილ ყველა ქიმიურ ელემენტს შეიცავს.მოსწავლეები გაეცნობიან ამ ელემენტებს.მოიპოვებენ მათ შესახებ ინფორმაციას ,გაიგებენ რა გავლენას ახდენს მისი ნაკლებობა ან მეტობა ადამიანის ორგანიზმზე და გამოიყენებენ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. გაერკვევიან ქიმიის სწავლების აუცილებლობაში .იზრუნებენ ეს ინფომაცია სხვებსაც მიაწოდონ ბუკლეტების საშუალებით..

მეორე დღის რეფლექსია



 ვისწავლე  ბლოგის დიზაინის შეცვლა,შეტყობინების გაგზავნა, ბუკლეტების შექმნა.  დღევანდელი  ნასწავლი დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში პროექტებით სწავლების დროს